გრინვუდი გაათავისუფლეს

 

მანჩესტერ იუნაიტედის შემტევი, მეისონ გრინვუდი, რომელიც: გაუპატიურების, თავდასხმის, სექსუალური ძალადობისა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარის გამო დააკავეს, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

20 წლის შემტევი, ჩეშირში, საკუთარ სახლში მას შემდეგ დააკავეს, რაც ფეხბურთელის ყოფილმა მეგობარმა გოგონამ სოციალურ ქსელში დაზიანებული სხეულის ფოტოები ატვირთა და თქვა, რომ ეს გრინვუდის ნამოქმედარია.

ოთხშაბათ დილას გამოქვეყნებულ განცხადებაში, პოლიციის პრეს-სამსახურმა თქვა: “20 წლის მამაკაცი, რომელიც კვირას, 2022 წლის 30 იანვარს, ქალის გაუპატიურებასა და თავდასხმის გამო დააკავეს, გირაოთი გამოძიების დასრულებამდე გათავისუფლდა”

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *