გრინვუდი დაიჭირეს

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი მეისონ გრინვუდი სამართალდამცავებმა აიყვანეს. ფეხბურთელს მეგობარი გოგონასთვის ძალადობაში სდებენ ბრალს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის ყოფილმა შეყვარებულმა სისხლჩაქცევების და ჩალურჯებულების ფოტო გამოაქვეყნა დ მეისონს ძალადობაში დასდო ბრალი.

“შემიძლია დავადასტურო, რომ მეისონი დააკავეს, ის თავდასხმაში და გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. ფეხბურთელი ამჟამად დაკითხვაზეა, მიმდინარეობს გამოძიება”-დაწერა ჟურნალისტმა საიმონ სტოუნმა.

გრინვუდი მანჩესტერის მთავარ გუნდში 2018 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 18 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a comment

Your email address will not be published.