მექსიკის ეროვნული გუნდის კაპიტანმა, ანდრეს გუარდადომ, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
36 წლის ნახევარმცველმა პირადად შეატყობინა გადაწყვეტილება მექსიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ იონ დე ლუიზას. ფეხბურთელმა თქვა, რომ 2022 წლის ყატარის მუნდიალი მისთვის ბოლო იყო.
გუარდადო მწვანეების რიგებში 2005 წლიდან თამაშობდა. 26 ნოემბერს არგენტინელების წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში ითამაშა (0:2) და მეექვსე ფეხბურთელი გახდა, ვისაც ხუთ მუნდიალზე უთამაშია.