გუდამაყრელი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური, მშობლიურმა მხარემაც დაასაჩქურა – ბექაურს საჩუქრად 500 კვ.მ მიწა გადაეცა. ბექაური სიმბოლურად კვიცითა და ნაბადითაც დასაჩუქრდა.
გუდამაყრის რწმუნებულმა, მალხაზ წიკლაურმა განაცხადა, რომ ამიერიდან ერთ-ერთი მწვერვალი სწორედ ლაშა ბექაურის სახელობის იქნება.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიადაზე, ძიუდოში, 90კგ-მდე კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.