გუდიონსენები

ჩელსისა და ბარსელონას ყოფილი ნახევარმცველის, ეიდურ გუდიონსენის ვაჟები, ანდრი და სვეინი, ოჯახურ ტრადიციას აგრძელებენ. ორშაბათს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ორივემ ითამაშა ლიხტენშტაინის წინააღმდეგ და ისლანდიის ნაკრებს 4:0 გამარჯვებაში დაეხმარა. მეოთხე გოლი სწორედ ანდრიმ გაიტანა.

19 წლის ანდრი და 23-ის სვეინი გუდიონსენების მესამე თაობა გახლავან ისლანდიის ნაკრებში, ბაბუის არნორისა და მამის, ეიდურის შემდეგ.

Sveinn Gudjohnsen celebrates after setting up brother Andri's goal for Iceland

ეიდურმა სანაკრებო დებიუტისას სწორედ მამამისი შეცვალა 1996 წელს, თუმცა ერთად მათ არ უთამაშიათ. ამჟამდ ის 43 წლისაა და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, არნარ ვიდარსონის თანაშემწეა.

სვეინი 65-ე წუთზე შევიდა მინდორზე, ანდრი კი მე-80 და 9 წუთში გაიტანა.

8 ტურის შემდეგ ისლანდიელები J ჯგუფში მეხუთე ადგილზე დგანან.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *