გუნდი გუნდზე… უკრაინელმა და რუსმა ფეხბურთელებმა იჩხუბეს

თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში (Royal Seginus) უკრაინელ და რუს ფეხბურთელებს შორის  ჩხუბი ატყდა: მინაისა და შინიკის ფეხბურთელებმა იჩხუბეს.

ორივე გუნდი თურქულ შეკრებაზეა და ერთ სასტუმროში მოხვდნენ. როგორც გაირკვა, დამანგრეველი მიწისძვრის მერე შინიკი მოერიდა სხვა სასტუმროში გაჩერებას და დაბინავდა იქ, სადაც მინაი ცხოვრობდა.

ერთმა უკრაინელმა ფეხბურთელმა შენიშვნა მისცა რუსს, რომელიც სასტუმროს პერსონალ გოგონას ეუზრდელებოდა. დაიწყო გაწევ-გამოწევა და გადაიზარდა გუნდურ ჩხუბში. სასტუმროს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ შინიკი მათ შენობას დატოვებს.

რუსულ საიტებზე სხვაგვარად წერია: მინაის ფეხბურთელმა შინიკის დირექტორს უთხრა, უკრაინის ჰიმნი იმღერეო.

და კიდევ, რომან ბებეხის (უკრაინელი ჟურნალისტი) ცნობით, მინაი ამ ჩხუბის მერე ვარჯიშზე ჩვეულებრივ გაემგზავრა, ხოლო შინიკის ორი ფეხბურთელი კლინიკიაში გადაიყვანეს, ორივეს ტვინი შერყევა აქვს. ილია გრუზნოვსა და დმიტრი სამოილოვს.

Here is a short clip that someone in the Minaj end got of the fight itself!

FC Minaj v shinnik yaroslavl

Looking like a russian sprawled out on the floor there https://t.co/e4Dbf0ab0L
— Zorya Londonsk (@ZoryaLondonsk) February 14, 2023

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *