გურამ თუშიშვილი ნახევარფინალშია

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა. სამხრეთამერიკელი მთელი ბრძოლის განმავლობაში პასიური იყო და ძირითად დროში ორი შიდო დაიმსახურა. მესამედ სილვა დამატებით დროში გააფრთხილეს და გამარჯვება თუშიშვილს დარჩა.

ნახევარფინალში გურამ თუშიშვილის მეტოქე რუსი ტამერლან ბაშაევი იქნება, რომელმაც მეოთხდფინალში ყველასთვის მოულოდნელად ლეგენდარული ფრანგი ტედი რინერი დაამარცხა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *