გურამ თუშიშვილმა იპონით დაიწყო

მძიმე წონოსან ჯიუდოისტებს შორის შეჯიბრებაში გურამ თუშიშვილი პირველ წრეში თავისუფალია იყო. მეორეში კი, ტაჯიკ თემურ რახიმოვს დაუპირისპირდა. თუშიშვილმა ერთი წუთით ადრე მეტოქეს ვაზარი აართვა. 30 წამით ადრე კი, ტაჯიკ ჯუდოკას ჩვენებურის შებოჭვის შანსი მიეცა. თუმცა, გურამმა ბოჭვიდან თავის დაძვრენა შეძლო. ბოლო წამზე კი, მეტოქე ისევ ვაზარზე დასცა და შეხვედრა იპონით მოიგო.

გურამ თუშიშვილის მეტოქე მეოთხედფინალში ბრაზილიელი რაფაელ სილვა იქნება, რომელმაც აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე გორელი უშანგი კოკაური დაამარცხა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *