გურამ კაშია: ასაკში ვარ, მაგრამ თუ ნაკრებს დავჭირდები, ყოველთვის მასთან ერთად ვიქნები

ერთა ლიგის მე-6 ტურში საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარის ეროვნული გუნდი 2:1 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ კომენტარი გურამ კაშიამ გააკეთა, რომელმაც ნაკრებში მეასე მატჩი ჩაატარა.

“16 ქულის აღება ძალიან რთულია. მძიმე თამაში გამოვიდა, რადგან მოწინააღმდეგე მხოლოდ თავს იცავდა და რთული იყო ხაზების გარღვევა, მომენტის შექმნა. მეტოქე კარგად იყო დაცვაში ორგანიზებული და მინდვრის საფარიც არ გვიწყობდა ხელს. სამწუხაროდ, მორწყვა ვერ შეძლეს და ძალიან რთული იყო ბურთს გადაადგილება. ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და ჯგუფში პირველი ადგილი გავიმყარეთ. ამიტომ, უკეთესობისკენ მიდის ყველაფერი.

ძალიან მიხარია და ვამაყობ. 14 წელი დამჭირდა ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩის ჩასატარებლად. ეს გუნდი ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილია ფეხბურთში. მიხარია, რომ აქ ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდი ხანი დავრჩები. მესმის, რომ ასაკში ვარ, მაგრამ, თუ ნაკრებს დავჭირდები, ყოველთვის მასთან ერთად ვიქნები”. – განაცხადა ნაკრების კაპიტანმა.

მომზადებულია Nakrebi.ge-ს მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *