საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა. გურამ პაპიძის ლა როშელმა შინ მიიღი თორნიკე ჯალაღონიას, გიორგი ნუცუბიძისა და უშანგი ჭეიშვილის ბიარიცი და დიდი ანგარიშით 57:19 სძლია. პაპიძემ 63-ე წუთზე ლელო გაიტანა. მატჩში ყველა ქართველმა იასპარეზა.
ბექა გორგაძის პომ შინ დაამარცხა გელა აფრასიძისა და მიხეილ ნარიაშვილის მონპელიე 23:22. გორგაძემ სრულად ითამაშა და მატჩის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს.ნარიაშვილი თამაშში 71-ე წუთიდან ჩაერთო.
დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის ლიონი სტუმრად დამარცხდა გურამ გოგიჩაშვილისა და გია ხარაიშვილის რასინგთან – 20:24. ნინიაშვილი თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გოგიჩაშვილი 45-ე წუთზე შეცვალეს.