მადრიდის რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა გუტიმ ვინიციუს ჯუნიორზე ისაუბრა. ესპანელმა რეალის შემტევისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“ვინიციუსი მთელი სეზონის განმავლობაში მატჩების ბედს წყვეტს. ეს ბიჭი დღეს რეალის საუკეთესო ფეხბურთელია. ის იტანს გოლებს, აკეთებს საგოლე გადაცემებს და მაქსიმუმს იღებს რეალის წარმატებისთვის. მას დიდი მომავალი აქვს.” – განაცხადა გუტიმ ITASportpress-თან საუბრისას.
ვინიციუს ჯუნიორმა ვალენსიასთან რეალის რიგებში მე-200 მატჩი ჩაატარა. ამ 200 შეხვედრაში ვინიციუსმა 49 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა გააკეთა. სამეფო გუნდის რიგებში მან ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და კიდევ რამდენიმე ტიტული მოიგო.