მოგეხსენებათ, ილია თოფურია შემდეგი ბრძოლისთვის UFC-ს ქართველ მებრძოლებთან, მერაბ დვალიშვილთან და გურამ ქუთათელაძესთან ერთად ემზადება. მერაბი და გურამი ილიას საცხოვრებელ ქალაქ ალიკანტეში უკვე რამდენიმე დღე იმყოფებიან და არაერთი საერთო ვარჯიში ჩაატარეს. მებრძოლების ინსტაგრამ სთორებიდან ჩანს, რომ მომზადების პერიოდი საკმაოდ დადებითად, მხიარულად და რაც მთავარია შედეგიანად მიმდინარეობს. მერაბ დვალიშვილისა და ვატო ღვინჯილიას საერთო პოდკასტში, სადაც დღეს გურამ ქუთათელაძე და ძმები თოფურიებიც იყვნენ, მერაბმა გუშინდელი სპარინინგი ხუმრობით გაიხსენა:
“გუშინ ვისპარინგეთ მე და ილიამ და ღვიძლი მეჭირა ხელით, ეგ თუ დამიდეს… გასაყიდი ღვიძლი მქონდა და აღარ გასაყიდად ვარგა…”
იხილეთ სრული პოდკასტი: