დაანებეთ ამ კაცს თავი…

მანჩესტერ იუნაიტედისა და არგენტინის ნაკრების მცველმა ლისანდრო მარტინესმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ უმართებულოა მათი პოზიცია, ვინც ლიონელ მესის შვებულებიდან ჯერაც არგამოსვლის გამო აკრიტიკებს.

„დაანებეთ ლეოს თავი. მიეცით საშუალება ამ მომენტით დატკბეს (მსოფლიო ჩემპიონობა). მან ბევრი წლები იმუშავა საოცნებო ტიტულის მოსაპოვებლად. თუ ის არგენტინის ნაკრებში კვლავ დარჩება, საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენთვის. ახლა კი, აცადეთ ადამიანს ზეიმი“.

მესიმ პარი სენ-ჟერმენის ორი მატჩი გამოტოვა საფრანგეთის ჩემპიონატში – სტრასბურთან 28 დეკემბერს (2:1), და 1 იანვარს ლანსთან (1:3) და პარიზში მხოლოდ გუშინ დაბრუნდა.

Lionel Messi

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *