დაარტყა… წააქცია… მოედანზე ათრია…

ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონატში გლენტორანის მეკარემ აარონ მაკკერიმ მოედანზე თანაგუნდელი ისე გალახა, თავად გააძევეს, პარტნიორი კი მოსასულიერებელი გახდა.

გლენტორანი კოლერეინის შეხვედრისას მაკკერიმ გაშვებულიგოლში დამნაშავედ  ბობი ბარნსი მიიჩნია — ჯერ დაარტყა და წააქცია, შემდეგ კი წაქცეულს მაისურში ჩაავლო ხელი და მოედანზე ათრია.

„მე მომენტი მხოლოდ აიპედით ვნახე და კადრი ვერ გავამსხვილე. ამიტომ, სანამ ჩვენი ანალიზური კამერებით ჩაწერილს არ ვნახავ, ვერაფერს ვიტყვი. აარონი გასახდელში ამბობს, რომ ეს არ უნდა ექნა. ორივენი დაზაფრულები არიან, ამიტომ დამიჯერეთ, ამ კონფლიქტს მოვაგვარებთ. ორივე ზრდასრული ადამიანია. კი ბატონო, რაც მოხდა არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ახლა სხვა გზა არ არის, ცხოვრება უნდა განვაგრძოთ. მოკლედ, ამაში ახალი არაფერია. ორმა ფეხბურთელმა წაიჩხუბა. ასეთი რამ ადრეც მომხდარა“, – თქვა მატჩის შემდეგ გლენტორანის მწვრთნელმა მიკ მაკდერმოტმა.

Glentoran defender Bobby Burns has "no hard feelings" towards Coleraine player after double leg break - Belfast Live

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *