ბარნლის მწვრთნელმა შონ დაიჩმა ორიგინალური “სასჯელი” დააწესა: ვინც თავის დაბადების დღეზე თანაგუნდელებისთვის ტორტს და ტკბილეულს არ მოიტანს, ფულს გადაიხდის… ამის შესახებ პრესას ბარნლის ნახევარმცველმა დუაიტ მაკინლიმ აცნობა.
„გუნდში გვყავს სპეციალისტები, რომლებიც სწორ კვებაზე გვითითებენ. ყოველდღიურად გვაქვს აწონვა და შემოწმება ცხიმებზე, ამიტომაც ვიცით ჩვენი ორგანიზმის შესახებ ყველაფერი.
…სიტუაცია მხოლოდ მაშინ იცვლება, როცა ვინმეს დაბადების დღე აქვს. ტორტს ან სხვა სახის ტკბილეულს თუ არ მოიტან, დაგაჯარიმებენ.
…ამ კვირაში მე მომიწია, იუბილე მქონდა. ტკბილეულის დიდი მაღაზია არცთუ შორსაა“ (Daily Mail)