ბრაზილიელები, თავდამსხმელი ნეიმარი და მცველი მარკინიოსი, მცირე შვებულების შემდეგ პარი სენ-ჟერმენის საწვრთნელ ბაზაზე დაბრუნდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები ყატარის მსოფლიო ჩემპიონატს მეოთხედფინალში გამოეთიშა. მათ ხორვატებთან წააგეს მატჩისშემდგომ პენალტებში.
ნეიმარმა ტურნირზე სამი მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა. 30 წლის შემტევმა სერბეთთან პირველი ტურის მატჩში (2:0) ტრავმა მიიღო და ორი შეხვედრა გამოტოვა. მარკინიოსმა კი სელესაოს მაისურა ყატარში ხუთჯერ მოირგო.
პარი სენ-ჟერმენი ფრანგული ლიგა 1-ის მორიგ მატჩს 28 დეკემბერს გამართავს შინ, სტრასბურის წინააღმდეგ.