დაბრუნება – ჩაკვეტაძე მოედანზე გამოჩნდა

ის, რასაც დიდხანს ველოდით – გიორგი ჩაკვეტაძემ დიდხნიანი პაუზის შემდეგ ითამაშა. გენტი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიურ რიგასს შეხვდა, 1:0 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა. რაც შეეხება გიორგის, იგი თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო.

ჩაკვეტაძეს ტრავმების გამო საკმაო ხანი გაუცდა. ქართველმა შემტევმა გენტის მაისურით ბოლო ოფიციალური მატჩი შარშან 4 ოქტომბერს ბეერსხოტის წინააღმდეგ ჩაატარა.

იმედი ვიქონიოთ, რომ გიორგი მალე შევა სასურველ ფორმაში და მოახლოებულ სანაკრებო მატჩებში ეროვნულ გუნდს დაეხმარება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *