საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ სტელებოშში საერთაშორისო ტურნირის პირველ მატჩს ხვალ, არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ვინაიდან, მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილი აქვს 2022 წელს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი აღადგინოს, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მზადება აქედანვე დაიწყეს. ჩვენს გუნდს, ფაქტობრივად, 18 თვეა არ უთამაშია.
ლადო კილასონია, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი:
“გვაინტერესებს ვნახოთ სად არის საერთაშორისო რაგბი და სად ვართ ჩვენ პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ. ეს ტურნირი ამის დასადგენად საუკეთესო საშუალებაა. გუნდში გამოძახებული მორაგბეები საერთაშორისო არენაზე პირველად იასპარეზებენ. მათ ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალი გამოავლინონ და ვნახავთ როგორ გაართმევენ თავს რეალურ წნეხს. აქამდე არგენტინის წინააღმდეგ არაერთხელ დავპირისპირებივართ. ეს გუნდი ტრადიციულად მაღალ ტემპში თამაშობს. საინტერესო მატჩი გველოდება, რომელიც ბევრ რამეს დაგვანახებს”.
მატჩი თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება
საქართველო: 15. გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), 11. ლუკა კვენეტაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. ლუკა არჩვაძე (ლელო);
1. სერგო აბრამიშვილი (ხვამლი), 2. გიორგი მაისურაძე (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (ლელო), 4. ალექსანდრე ბურდული (ლელო, კაპ.), 5. დავით არველაძე (ლელო), 6. ბექა გელხვიძე (ლელო), 7. რატი ზაზაძე (არმაზი), 8. პაატა გალდავა (აია).
16. დავით გველესიანი (ლელო), 17. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 19. გურამ ღანიაშვილი (ლელო), 20. ლაშა ციხისთავი (ლელო), 21. კოტე იაშვილი (აკადემია), 22. ლაშა ცხოვრებაძე (რუსთავი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).