დაე ყველამ იცოდეს…

შეურაცხმყოფელი წარწერებით გადაიჯღაბნა მანჩესტერში, კერძოდ ვითინგტონში კედელზე გამოსახული მარკუს რაშფორდის პორტრეტი, მაგრამ მრავლად გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც შებილწულ კედელზე იზრუნეს, მას გულები მიაკრეს და კეთილი სიტყვებით სავსე წარწერები მიამაგრეს. რეშფორდს უგზავნიდნენ მესიჯებს. წერდნენ, რომ ის მათი გმირი და სამაგალითო პიროვნებაა.

Marcus Rashford on Penalty Miss in Euro 2020 Final vs. Italy: 'I'll Be Back Stronger' | Bleacher Report | Latest News, Videos and Highlights

23 წლის რეშფორდის გარდა იტალიელებთან შეხვედრაში პენალტები ვერ გაიტანეს 21 წლის ჯეიდონ სანჩომ და 19 წლის ბაკაიო საკამ. სამივე აფრიკული წარმოშობის ინგლისელია და როგორც ინგლისური პრესა წერს, სოციალური ქსელები მაიმუნების გამოსახულებით გადავსებულა.

რეშფორდმა ტვიტერში იტალიასთან აცილებული პენალტისთვის ბოდიში მოიხადა:

„შემიძლია ჩემი დარტყმული პენალტი მთელი დღე ვაკრიტიკო. ვალდებული ვიყავი გოლი გამეტანა და ეს რომ ვერ შევძელი ბოდიშს ვიხდი, მაგრამ არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, თუ ვინ ვარ და საიდან ვარ წარმოშობით.

არასდროს ვყოფილვარ იმაზე ამაყი, როდესაც მაშინ, როდესაც სამლომიანი ემბლემით მკერდდამშვენებული გავდიოდი მოედანზე და ტრიბუნიდან ათეულობით ათას ადამიანთან ერთად ჩემი ოჯახიც მამხნევებდა.

Tory MP backtracks on criticising Marcus Rashford for missed penalty : CityAM

მესიჯები, რომლებიც დღეს უამრავი ფანისგან მივიღე, სიხარულითა და ემოციით მავსებს.

მაგრამ, დაე ყველამ იცოდეს, რომ მე ვარ მარკუს რეშფორდი, 23 წლის შავკანიანი სამხრეთ მანჩესტერიდან, ვითინგტონიდან და ვითენშეივიდან.

და ამ ცხოვრებაში სხვა რომ არაფერი მებადოს, ეს სულ ჩემთან იქნება!”

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *