ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მანჩესტერ იუნაიტედი მადრიდის ატლეტიკოს შეხვდება. მოახლოებულ დაპირისპირებაზე იუნაიტედის მეკარემ დავიდ დე ხეამ ისაუბრა, რომელიც გუნდში 2011 წელს სწორედ ატლეტიკოდან გადავიდა.
“მე უნდა ვითამაშო იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც საშუალება მომცა გავმხდარიყავი ის რაც ვარ. ეს მორიგი რიგითი მატჩი იქნება. მადრიდის ატლეტიკოს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. არ ვიცი რამდენად რთული იქნება მათ წინააღმდეგ თამაში. ყველა მოსაგებად თამაშობს, განსაკუთრებით მე.
მანჩესტერში თავს ბედნიერად ვგრძნობ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ინგლისის ამ ქალაქში. ნებისმიერი ადგილი სადაც ხალხს უყვარხარ და მოგებას გილოცავენ, შენი სახლია. დიდი ხანია, რაც მანჩესტერში ვთამაშობ და თავი სხვა გუნდში ვერ წარმომიდგენია.”-ციტირებს ესპანელის სიტყვებს Sport.es-ი.
რაც შეეხება მანჩესტერის და ატლეტიკოს დაპირისპირებას, ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 23 თებერვალს მადრიდში შეხვდებიან, განმეორებითი მატჩი კი 15 მარტს ოლდ ტრაფორდზე გაიმართება.