დავითაშვილმა რუსეთში შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

რუსეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ტულას არსენალი, რომლის ღირსებასაც ზურიკო დავითაშვილი იცავს, ხიმკის ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ერთი გოლი სწორედ ჩვენებურმა გაიტანა, რომელიც 3 მცველს გასცდა და უძლიერესი დარტყმით შეაგდო.

დავითაშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 17 მატჩი და 4 გოლია. ტულას არსენალი 19 ქულით მე-11 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას ცსკა-სთან გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *