საფრანგეთის ლიგა 2-ში ბორდომ სოშოს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. სასიხარულოა, რომ მეორე გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა, რომელმაც ეფექტურად შეაგდო. 21 წლის ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი ბორდოში წელს ზამთარში გადავიდა. ზურიკომ ფრანგთა მაისურით 10 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
ბორდო ლიგა 2-ში 31 ქულით მეორე ადგილზეა და დიდი შანსია ლიგა 1-ში აღზევდეს.