დავითაშვილმა ჩემპიონს გაუტანა (ვიდეო)

რუსეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ტულას არსენალმა ზენიტს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. სასიხარულოა, რომ რუსეთის მოქმედ ჩემპიონს ერთი გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაუტანა. ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო და 92-ე წუთზე შეცვალეს. ზურიკომ ანგარიში 53-ე წუთზე გახსნა. რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში დავითაშვილის ანგარიშზე 10 მატჩი და 2 გოლია.

რაც შეეხება თვითონ შეხვედრას, საკმაოდ საინტერესო გამოდგა. 88-ე წუთზე არწიომ ძიუბამ გაათანაბრა, 2 წუთში კი გამარჯვების გოლი მასპინძელთა შემტევმა კანგვამ გაიტანა. არსენალი 12 ქულით მე-12 ადგილზეა შემდეგ შეხვედრას როსტოვთან ჩაატარებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *