აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-13 ტურში, ზირამ გაბალას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა დავით ვოლკოვმა გაიტანა. ვოლკოვმა გოლი პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე შეაგდო, როცა მისი გუნდი 1:2-ს აგებდა.
მოგეხსენებათ ჩვენებური გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. აზერბაიჯანის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ვოლკოვის ანგარიშზე 13 მატჩი და 10 გოლია.