დავით მუჯირის ბევრისთვის უცნობი შედევრი ტორპედოს კარში (ვიდეო)

1995 წელს საქართველოს ჩემპიონატის მორიგ ტურში, თბილისის დინამომ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა. აღნიშნულ შეხვედრაში ჩვენი ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გავიდა. დავით მუჯირმა, რომელიც მაშინ 17 წლის იყო, ბურთი საჯარიმოში მიიღო, რამდენჯერმე აკენწლა და ბრწყინვალე მაკრატელა გაიტანა.

მუჯირმა საფეხბურთო კარიერა სწორედ თბილისის დინამოში დაიწყო, შემდეგ იყო ტირასპოლის შერიფი, გრაცის შტურმი, სამარას კრილია სოვეტოვი, მოსკოვის ლოკომოტივი, კვლავ დინამო, იაპონური ჰიროშიმა და ბოლოს ზესტაფონი. მუჯირის ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში 26 მატჩი და 1 გოლია. შეგახსენებთ, რომ დავით მუჯირი 2015 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *