დავით ნინიაშვილი და აკაკი ტაბუცაძე რაგბი ევროპის გამოკითხვაში

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის დასრულების შემდეგ რაგბი ევროპამ საუკეთესო მორაგბის გამოვლენა გადაწყვიტა. გამოკითხვაში, რომელიც ამ ორგანიზაციის ვებ გვერდზე მიმდინარეობს, რვავე გუნდიდან ორ-ორი მორაგბე შეარჩიეს. საქართველოს ნაკრებიდან უკანახაზელები დავით ნინიაშვილი და აკაკი ტაბუცაძე გამოარჩიეს.

აი, რა წერია რაგბი ვეროპის მიერ გავრცელებულ კომუნკეში მათ შესახებ:

“როგორც მოსალოდნელი იყო, დავით ნინიაშვილის თამაშის ყურება ერთი სიამოვნება გამოდგა. მისი მაგია იგრძონობოდა ყველაფერში, იქნებოდა ეს დარტყმა, სირბილი, ბურთის წაღება თუ გადაცემა. ახალგაზრდა ფულბეკმა სამ შედეგიან გადაცემას 2 ლელო დაუმატა საქართველოს ნაკრებისთვის, რომელიც ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძვის.

“აკაკი ტაბუცაძე ქომაგების ერთერთი მთავარი ფავორიტია, როგორც შავ ლომში, ისევე საქართველოს ნაკრებში. ჯგუფურ ეტაპზე ეროვნული გუნდის მთავარი მელელოვე იყო. რაც ყველაზე საინტერესოა, მას ხუთი ლელოს გასატანად დიდი გარჯა დასჭირვებია. ბურთით ხელში ის ძალიან სახიფათოა და მეტსახელივერცხლის წყალიც სრულიად შეესაბამება“.

https://campaign.fandrive.io/campaign/#/campaign/052ee4a5-1bce-45bd-a1db-663f365b48ac?fbclid=IwAR3RXBYYvnl_gEFPBcSzWgiEsNDNii7YbWwEdZhqb4H9MYhB2J9euKOg1fI&lang=en

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *