დავით ნინიაშვილი – ერთი ბიჭის ისტორია

ჩელენჯ კაპის გათამაშების ფინალში, რომელიც დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის ლიონმა მოიგო, საქართველოს ნაკრების ფულბეკი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა მიდი ოლიმპიკმა დავით ნინიაშვილს სპეციალური პუბლიკაცია მიუძღვნა სათაურით: ნინიაშვილი – ერთი ბიჭის ისტორია. გთავაზობთ ამონარიდს ამ წერილიდან.

ვინ არის დავით ნინიაშვილი? როგორ მოხვდა ის ლიონში? ყოველივე ამის შესახებ აქ გიამბობთ.

Возможно, это изображение 1 человек и стоит

დავით ნინიაშვილი და ბექა სააღინაძე ჩელენჯ კაპში გამარჯვებას ზეიმობენ

რამდენიმე თვის წინათ დავით ნინიაშვილი ერთი მოკრძალებული ქართული გუნდის, ხვამლის მოთამაშე იყო და, სავარაუდოდ, ვერ წარმოიდგენდა, რომ რაღაც დროის შემდეგ ევროთასების გათამაშებაში ჩელეჯ კაპის გამარჯვებული გახდებოდა. სულ ცოტა ხნის წინათ “ნინი” უდავოდ პერსპექტიულ მორაგბედ ითვლებოდა. თუმცა, მის ასაე სწრაფად გაელვებას არავინ ელოდა.

მარსელში, ველოდრომზე ლიონის გარემარბმა ბრწყინვალედ ითამაშა. უამრავჯერ გაჭრა მეტოქის ხაზი. პირწმინდად დაჩაგრა მისი სამხრეთაფრიკელი ვიზავი ჩესლინ კოლბი და, მეორე სამხრეთაფრიკელი, არანაკლებ სახელოვანი მეორეხაზელი ებენ ეცებეთი ააყირავა. მაგრამ, იყო თუ არა ეს მოულოდნელობა?

ლიონის ვიცე კაპიტანს ბატისტ კუიუს ნინიაშვილზე დაუსვეს შეკითხვა.

“ყველამ ვიცით მისი შესაძლებლობების შესახებ. დავითი სეზონის დასაწყისიდანვე შთამბეჭდავად თამაშობს. ის ყოველთვის შესანიშნავია ჩვენს გვერდით ბრძოლისას. ძალიან მიხარია, რომ მან ამჯერადაც არ გაგვიცრუა იმედები.”

19 წლის ნინიაშვილი ათ ტულონელს გასცდა და ბურთით ხელში 187 მეტრი იარა. ეს ფინალურ მატჩში მონაწილეთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

Возможно, это изображение 1 человек, занимается спортом и на открытом воздухе

დავით ნინიაშვილის ლელო, რომელიც არ ჩათვალეს. უკანა პლანზე ბექა გიგაშვილი

იან რუბერი, ლიონის პრეზიდენტი:

“დავით ნინიაშვილი ყველანაირად წარმოუდგელად კარგი მორაგბეა. ის 19 წლისაა, ქართველია და, თქვენ წარმოიდგინეთ, გარემარბად თამაშობს. ნინიაშვილი ლიონში სამწვრთნელო ცენტრის ხელმძღვანელის ფილიპე აგოსტინის ინიციატვით მოვიწვიეთ. ფილიპმა მისი თამაშის რამდენიმე ვიდეო ნახა და შესთავაზა ჩვენი კლუბის ესპუარებში ეასპარეზა. თუმცა, მალე მივხვდით, რომ მას გაცლებით მაღალ დონზე თამაში შეუძლია”

რამდენიმე თვის განმავლობაში ქართველმა მორაგბემ მართლაც ყველას უჩვენა თავისი ძალა და უკან მოიტოვა ისეთი მორაგბეები ნოა ნაკაიტაჩი, ქსავიე მინიუ და ტავიტე ბერედამუ რომ არიან.

დავით ნინიაშვილმა დაამტკიცა, რომ მონპელიეს ცხრა ნომერი გელა აფრასიძე არ არის ერთადერთი ქართველი უკანახაზელი, რომელმაც დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ საქართველოში მხოლოდ უმაღლესი დონი შერკინების ბურჯები იზრდებიან.

 

Leave a comment

Your email address will not be published.