საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული ლიონის ფულბეკი დავით ნინიაშვილი ჩელენჯ კაპის გათამაშების პირველი ტურის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის ლიონმა გიორგი კვესელაძის ინგლისურ გლოსტერს უმასპინძლა და 19:13 დაამარცხა. ნინიაშვილმა სრულად ითამაშა და 9 შეტევით ჯამში 55 მეტრი მოიგო, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია. მის ანგარიშზეა 9 პასი, 6 ოფლოუდი და 3 ბოჭვა.
„ლიონის“ რიგებში სრულად ითამაშა მესამეხაზელმა ბექა საღინაძემც და 12 შეტევით 35 მეტრი მოიგო, გააკეთა 3 პასი და 8 ბოჭვა.
გლოსტერის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა შუამარბმა გიორგი კვესელაძემ, ბურთი 5-ჯერ წაიღო და 28 მეტრი მოიგო, დაცვაში კი მეტოქე 15-ჯერ შებოჭა.