საქართველოს რაგბის კავშირმა გასული წლის შედეგები შაჯამა. 2022 წელი ისტორიული გამოდგა ქართული რაგბისთვის. ბორჯღალოსნებმა პირველად თავის ისტორიაში ელიტის ორი წარმომადგენელი, იტალია და უელსი დაამარხეს.
რაგბის კავშირის გამოკითხვით 2022 წლის საუკეთესო მორაგბედ საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული ლიონის ფულ ბეკი დავით ნინიაშვილი დასახელდა. მან ბრწინვალედ იასპარეზა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში და მის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა. ამის გარდა, ლიონთან ერთად ჩელენ კაპი მოიგო და ფინალის საუკეთესო მორაგვედ დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ნინიაშვილი საქართველოს საუკეთესო მორაგბედ ზედიზედ მეორედ დასახელდა.
გამოკითხვის შედეგად წლის საუკეთესო ლელოს ავტორი ბორჯღალოსნების მგეზავი თედო აბჟანდაძე გახდა. ყველასგან მის მიერ იტალიის ნაკრებთან გატანილი ლელო გამოარჩიეს.