საქართველოს ნაკრებისა და ლიონის ფულბეკი დავით ნინიაშვილი დიდი ხანია მსოფლიოს რაგბის სპეციალისტებისა და ქომაგების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. სამწუხაროდ, მსოფლიო რაგბიმ ის წლის აღმოჩენათა შორის ნომინაციაში არ შეიყვანა, რამაც ბევრი უცხოელი ქომაგის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. თუმცა, 20 წლის ქართველს ეს ამბავი დიდად არ “ადარდებს”. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ჯერ არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია და ყველაფერი წინაა.
გთავაზობთ სიუჟეტს, რომელიც პოპულარულმა ფრანგულმა ტელეკომპანია Canal პლუსმა დავით ნინიაშვილზე მოამზადა.