33 წლის ქართველმა კიკბოქსიორმა, დავით ქირიამ One Championship-ის მილიონ დოლარიან გრანპრიზე პირველ დაპირისპირებაში გაიმარჯვა. მერვედფინალში მან ენრიკო კელი, პირველივე რაუნდში დაამარცხა. გერმანელმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო, თუმცა რაუნდის მიწურულს ქირიამ იგი ორჯერ დაანოკდაუნა, მესამედ კი დააფინიშა კიდეც. ქირიამ პირველი ეტაპი გადალახა და ახლა ნახევარფინალში იბრძოლებს.
დავით ქირიამ ენრიკო კელი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა [VIDEO]
