მსოფლიოს ჩემპიონი კიკბოქსინგში, დავით ქირია, One Championship-ის გრანპრიზე იასპარეზებს, რომლის საპრიზო ფონდიც 1.000.000 დოლარს შეადგენს. UFC-სგან განსხვავებით, სხვა წარმყვანი საბრძოლო ორგანიზაციები, როგორებიცაა ზემოთხსენებული One Championship-ი, Bellator-ი და ა.შ. ოლიმპიური სისტემის გრან პრებს აწყობენ, რომლის გამარჯვებულიც საკმაოდ სოლიდური თანხით ჯილდოვდება.
გრან პრი One Championship Kickboxing-ის 70 კგ წონით კატეგორიაში ტარდება, რომელშიც 8 კიკბოქსიორი მიიღებს მონაწილეობას. ქართველი ფალავანი გერმანელ ენრიკო კელს უპირისპირდება. მოგების შემთხვევაში ნახევარ ფინალში გადავა, შემდეგ კი ფინალში მილიონი დოლარისთვის იბრძოლებს. პირველი წრე 15 ოქტომბერს გაიმართება.