დავით ქირია 3 დეკემბერს MFC-ში იბრძოლებს

ყველაზე ტიტულოვანი ქართველი კიკბოქსიორი, დავით ქირია, თავის მომდევნო ბრძოლას ფრანკფურტში, Mix Fight Championship-ში გამართავს. ქართველი ფალავანი გერმანელ იოჰანეს ბაასს დაუპირისპირდება.

დღეს ოფიციალური აწონვები გაიმართა, ქირიამ და მისმა მეტოქემ წონა წარმატებით დააფიქსირეს. პირისპირ დგომიც საკმაოდ ინტენსიური გამოდგა. ქირიამ წინა ბრძოლა არც ისე დიდი ხნის წინ, 19 ნოემბერს გამართა, გაიმარჯვა და NDC-ს საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ახლა იგი გამარჯვებას ახალ ორგანიზაციაში შეეცდება, ამ ბრძოლის შემდეგ კი კვლავ One Championship-ში დაბრუნდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *