დავით ხოჭოლავა: ბოლო დღეებმა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია

საქართველოს ნაკრების და კოპენჰაგენის ფეხბურთელმა, დავით ხოჭოლავამ სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავა უკრაინაში 2015-21 წლებში თამაშობდა. გარდა ამისა ხოჭოლავას უკრაინელი მეუღლე ჰყავს.

“ყველამ იცის, რომ არ მიყვარს სოციალურ ქსელებში აზრის გამოთქმა, თუმცა ბოლო დღეებია ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. ჩემი ოჯახის და მეგობრების ნაწილი უკრაინაშია და სამშობლოს დაკარგვის საფრთხის წინაშე არიან.

მეგობრების გარკვეული ნაწილი უკრაინაში არიან და მშვიდობისთვის იბრძვიან. მოითმინეთ უკრაინა და მალე გაიმარჯვებთ!!!”-დაწერა ხოჭოლავამ ინსტაგრამზე.

Leave a comment

Your email address will not be published.