“დაილოცოს ვეგასი, აქ ყინული საერთოდ არაა” – მერაბ დვალიშვილი [VIDEO]

ალბათ ყველას გახსოვთ, მერაბ დვალიშვილის ინცინდენტი ნიუ-იორკის გაყინულ ტბაში გადახტომისას. ვიდეო იმ დროს სოც. ქსელში ვირუსულად გავრცელდა – მერაბმა რევანშის გარეშე არც ყინულთან დაპირისპირება დატოვა და მოგვიანებით სახალისო ვიდეოთი შურიც კი იძია.

ახლა, კი მერაბი ლას ვეგასში იმყოფება, სადაც ყინული და თოვლი პრობლემას არ წარმოადგენს. ქართველი მებრძოლი ინსტაგრამზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ყინულის წინაღობების გარეშე ხტება აუზში:

“დაილოცოს ლას ვეგასი, აქ ყინული საერთოდ არაა” – წარმატებული ნახტომის შემდეგ კი ხუმრობით აღნიშნავს, რომ ნახტომმა სისხლის გარეშე ჩაიარა.

Leave a comment

Your email address will not be published.