დარიუშისა და მახაჩევის ორთაბრძოლა 27 თებერვალს გაიმართება

UFC-ს მსუბუქი წონის ორი ტოპ კონტენდერი, გიგა ჭიკაძის გუნდელი, ბენილ დარიუში და დაღესტანელი ისლამ მახაჩევი ერთმანეთს 2022 წელს დაუპირისპირდებიან. მათი ორთაბრძოლა 27 თებერვალს, ჩანიშნული.

დივიზიონში განვითარებულმა მოვლენებმა, ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იმსახურებდა პორიესა და ოლივეირას დაპირისპირების შემდეგ სატიტულო ორთაბრძოლას. გამოკვეთილი 3 კანდიდატი იყო – ჯასტინ გეიჯი, ბენილ დარიუში და ისლამ მახაჩევი. როგორც ჩანს, მახაჩევისა და დარიუშის განვლილი გამარჯვებები საკმარისი არ აღმოჩნდა საჩემპიონო ბრძოლის მოსაპოვებლად, ასე რომ ამ შანსს მათ შორის გამარჯვებული მიიღებს. დიდი ალბათობით კი მანამდე ქამრისთვის ჯასტინ გეიჯი გაიბრძოლებს, ვინაიდან კონტენდერებში გეიჯისთვის მეტოქის ალტერნატივა არ ჩანს.

მახაჩევს 9 მოგებიანი სერია უმაგრებს ზურგს, ხოლო დარიუშმა უკანასკნელი 7 მეტოქე დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებებში მებრძოლებს განსაკუთრებით დიდი სახელები არ დაუმარცხებიათ – ბოლოს მახაჩევმა არც ისე სტაბილური დენ ჰუკერი დაამარცხა, ხოლო დარიუშმა ტონი ფერგიუსონი, მებრძოლი რომელსაც კარიერაში ყველაზე წარუმატებელი პერიოდი აქვს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *