დაიფიცა, იტირა… (და პლატინი?)

დიდი ამბებია საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში. პრეზიდენტი ნოელ ლე გრე რომ მოხსნეს, იცით… 81 წლის ლე გრემ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე იტირა და დაიფიცა, რომ ცუდი არაფერი გაუკეთებია.

ლე გრე ზინედინ ზიდანზე დამცინავად საუბრის გამო გაათავისუფლეს. თქვა, ზიდანს ნაკრების მწვრთნელად არ განვიხილავ და რომც დამირეკოს, არ ვუპასუხებო.

ლე გრეს ნაცვლად ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას აქამდელი ვიცე-პრეზიდენტი ფილიპ დიალო შეასრულებს. მაგრამ ეს ყველაფერი არაა…

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სურს, რომ ლე გრეს შემცვლელი გახდეს ლეგენდარული ფეხბურთელი მიშელ პლატინი. 67 წლის პლატინი, როგორც იცით, კარგა ხანს ფეხბურთს ჩამოშორებული იყო…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *