“დალასმა” “ფინიქსი” გაანადგურა და კონფერენციის ფინალში გავიდა

დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სტადიის მეშვიდე მატჩში “დალასმა” სტუმრად 123-90 გაანადგურა რეგულარულის ჩემპიონი “ფინიქსი”, საპლეიოფო სერია 4-3 მოიგო და პირველად 2011 წლის შემდეგ კონფერენციის ფინალში გავიდა.

null

“მავერიქსმა” “სანზთან” სერია ზედიზედ ორი წაგებით გახსნა, თუმცა ჯეისონ კიდის გაწვრთნილმა გუნდმა დროულად მოახერხა გამოფხიზლება – მომდევნო 5 შეხვედრიდან 4 მოიგო და დამსახურებულად მოიპოვა ფინალის საგზური.

სერიის მეშვიდე მატჩში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა “დალასი” – ტექსასურმა გუნდმა პირველი ტაიმი 30 ქულიანი სხვაობით მოიგო 57-27. გუნდის ლიდერ ლუკა დონჩიჩს ზუსტად იმდენივე ქულა ქონდა, რამდენიც მთლიანად მეტოქე გუნდს (27-27).

მეორე ტაიმში ინტრიგა აღარ გაცოცხლებულა – ერთ მომენტში გუნდებს შორის სხვაობა 46 ქულაც კი იყო (114-68).

“დალასის” უკანახაზელთა ტრიომ ჯამში 89 ქულა ჩაუგდო მასპინძლებს – დონჩიჩი 35, დინვიდი 30, ბრანსონი 24.

საშინელი მატჩი ქონდათ “ფინიქსის” ლიდერებს – ბუკერი/პოლის დუეტმა 22 სროლის შედეგად მხოლოდ 7 ბურთი ჩააგდო და ხაზი გადაუსვა საკუთარი გუნდის წარმატებას.

კრის პოლმა კარიერაში ზეიზედ მეოთხედ წააგო საპლეიოფო სერიის მეშვიდე მატჩი.

დასავლეთ კონფერენციის ფინალში “დალასი”(4) “გოლდენ სტეიტს” (3) დაუპირისპირდება.

Leave a comment

Your email address will not be published.