„დალას მავერიქსს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს

2 კვირის წინ „დალას მავერიქსი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა – 13 წლიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობა დატოვა რიკ კარლაილმა.

ტექსასური გუნდი უმწვრთნელოდ დიდხანს არ ყოფილა – მომდევნო 4 წლის განმავლობაში „დალასს“ – საკალათბურთო დიდების დარბაზის წევრი ჯეისონ კიდი უთავკაცებს.

null

შეგახსენებთ, რომ ნბა-ს 1994 წლის დრაფტზე „მავერიქსმა“ მეორე პიკით აირჩია კიდი, 1996 წელს დალასმა ჯეისონი „ფინიქსში“ გაცვალა. 2008 წელს ვარსკვლავური სტატუსის გამთამაშებელი „მავერიქსში“ დაბრუდა და 2011 წელს გუნდთან ერთად ჩემპიონობაც მოიპოვა.

null

ჯეისონს დიდი სამწვრთნელო გამოცდილება ნამდვილად არ გააჩნია – 2013-14 წლების სეზონში იგი „ბრუკლინის“ მთავარი მწვთნელი იყო(წვრთნიდა თორნიკე შენგელიას), 2014- 2018 წლებში „მილუოკის“ დამრიგებელი გახლდათ, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში კი „ლეიკერსის“ მთავარი მწვრთნელის – ფრენკ ვოგებლის ასისტენტად მუშაობდა.

null

„დალასმა“ მთავარი მწვრთნელის გარდა, ასევე თანამდებობაზე დანიშნა ახალი გენერალური მენეჯერი – ნიკო ჰარისონი.

ჰარისონი ბოლო წლების განმავლობაში კომპანია NIKE-ს აღმსრულებელ დირექტორად მუშაობა. მას ძალიან კარგი ურთიერთობა და კონტაქტები აქვს ნბა-ს წამყვან მოთამაშეებთან და სწორედ ამ ფაქტის გამო, არაერთ კლუბს სურდა მისი დანიშვნა გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე, თუმცა ყველას მარკ კუბანმა დაასწრო და ნიკო თავისთან „წაიყვანა“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *