კვირას მანჩესტერ სიტი ბოლო ხუთ სეზონში მეოთხედ გახდა ინგლისის ჩემპიონი. ეტიჰადის სტადიონზე მოწყობილი დაჯილდოების გრანდიოზული შოუს დამთავრების შემდეგ, ქალაქელთა მწვრთნელ-ფეხბურთელებმა ზეიმი ბარ-რესტორნებში გააგრძელეს.
უმეტესობა ცნობილ რესტორან The Ivy-ში წასულა და დილამდე დაუყვიათ იქ.
პეპ გავრდიოლა ძალიან ბედნიერი ჩანდა. ილკაი გიუნდოიგანი და კევინ დე ბრუინი თავის ქალბატონებთან ერთად მისულიყვნენ, მთვრალ ჯეკ გრილიშს კი დაცვა აკავებდა. ჯეკს იმ დღეს არ უთამაშია, მაგრამ სქაი სპორტსის ჟურნალისტებს უთხრა, მეგობრებთან ერთად ამ რესტორანში სამი დღე-ღამე უნდა ვიქეიფოო.