“დამანგრეველი! არა მხოლოდ ინსინიეს შემცვლელად”

იტალიურ პრესაში ხვიჩა კვარაცხელიაზე ხშირად წერენ. ყველას აინტერესებს უცნობი (მათთვის) ბიჭი საქართველოდან, რომელიც ნაპოლის პირველი შენაძენი გახდება ზაფხულში.

„კვარაცხელია მხოლოდ ინსინიეს შემცვლელად არ განიხილება. დიახ, ძირითადი მისია  მარცხნიდან შეტევაა, მაგრამ ცენტრფორვარდის უკან, მეორე თავდამსხმელადაც შეუძლია მოქმედება, სადაც ასევე იპოვნის სივრცეს და უფრო ახლოს იქნება მეტოქის კართან“ (La Gazzetta dello Sport)

21 წლის ქართველი მაგრად დაახასიათა დანიელე ადანიმაც. ყოფილი მცველი, ლაციოში, ფიორენტინასა და ინტერშიც თამაშობდა, იტალიის ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო ბოლო წლებში საფეხბურთო მიმომხილველია:

„კვარაცხელიას შესაძლებლობები კარგად ვიცი. დიდი ხანია, მას ვაკვირდები. დამანგრეველია! ეფქტურობა, ხარისხი, ტექნიკა, ძლიერი ფეხები, მარჯვენაც და მარცხენაც – ფედერიკო კიეზას ჰგავს“.

Leave a comment

Your email address will not be published.