დამეხმარეთ!.. რამოსი და ოქროს ბურთი?!

2019 წელს სერხიო რამოსს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლუის რუბიალესისთვის უთხოვია, ოქროს ბურთის მოპოვებაში დამეხმარეო. რუბიალესი ყოფილი ფეხბურთელია და რამოსის წინააღმდეგაც აქვს ნათამაშევი… ლევანტეში იყო შოთა არველაძესთან ერთად.

El Confedencial-მა გაავრცელა ინფორმაცია და ვისგან, ეს უცნობია. სავარაუდოდ, რუბიალესისგან?

საიტმა რამოსის რუბიალესისთვის მიწერილი ტექსტი გაავრცელა:

„რუბი, შენ ხომ იცი, არასოდეს არაფერი მითხოვია. ახლა მინდა შენი სამსახური. ვფიქრობ, განსაკუთრებული წელი მქონდა მეც და რეალსაც. ცხოვრების ბოლომდე შენი მადლიერი ვიქნებოდი. მინდა, რომ უეფაში კავშირები გამოიყენო. გთხოვ არა იმდენად პირადი აღიარებისთვის, არამედ მთლიანი ესპანელი ფეხბურთისთვის“

რუბიალესი რას უშველიდა ამ ამბავს? 2019-ში ოქროს ბურთი ლეო მესიმ მოიგო, რამოსი კი ახლოსაც არ ყოფილა…

Leave a comment

Your email address will not be published.