როცა ხანგრძლივი შეკრებაა, მილანის ინტერის ნიდერლანდელი მცველი არაჩვეულებრივი მოთხოვნით გამოდის: სასტუმროს ნომერში უნდა იდგას პიანინო… ამჯერადაც ასეა, ევრო-2020-ის წინ დე ვრეიმ პიანინო მოითხოვა.
ცნობილ ცენტრალურ მცველს განსაკუთრებით პიანისტი ლუდოვიკო ეინაუდი მოსწონს. „ეინაუდი მილანში წელიწადში დაახლოებით 15 კონცერტს მართავს. აქედან 8-ს დავესწარი. ის დიდებულია. შევხვდი და სახლში წამიყვანა, სადაც გაკვეთილი ჩამიტარა. სამწუხაროდ, ახლა მასწავლებლის გარეშე ვარ, მაგრამ ვფიქრობ, ერთი საათის განმავლობაში მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ტვინისთვის მშვენიერი ვარჯიშია. ეს კოორდინაციაზე მოქმედებს.
…სხვათა შორის,ნათან აკე და დევი კლასენიც უკრავენ პიანინოზე. ჰაჰა, მუსიკალური ჯგუფის შექმნაც შეგვიძლია“.