დამსახურებული გამარჯვება! – იტალიამ ბელგია დაამარცხა! [ვიდეო]

ევრო 2020-ის 1/4 ფინალურ შეხვედრაში, იტალიამ ბელგია 2:1 დაამარცხა. მიუნხენის “ალიანც არენაზე” დიდებული შეხვედრა ვიხილეთ, უმაღლესი ოსტატობა, ორმხრივი იერიშები, სადაც უკეთესი “აძური” იყო.

პირველ ნახევარში, ბონუჩიმ გაიტანა, თუმცა VAR-მა ეს ბურთი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა. რაც შეეხება პირველ ჩათვლილ გოლს, ის ბარელას ანგარიშზეა, რომელმაც გვერდი სამ ფეხბურთელს აუარა და კურტუას აუღებელი დაურტყა.

ინსინიეს გოლიც ულამაზესი გამოდგა, თუმცა ამას მისგან მიჩვეულები ვართ – საჯარიმოს გარედან, მეკარის მარცხენა მაღალ კუთხეში.

ბელგია თამაშში მალევე დაბრუნდა, დოკუმ (მან აზარი შეცვალა და ბელგიელთაგან ყველაზე გამორჩეული იყო) მარცხენა ფლანგზე შეირბინა და პენალტი გამოიმუშავა. ლუკაკუმ დაარტყა და 2:1.

მეორე ნახევარში გოლი არ გასულა, თუმცა მასთან ახლოს რამდენჯერმე ვიყავით. ლუკაკუს გატანა ორჯერ მართებდა, თუმცა, პირველ ჯერზე, მას სპინაცოლა გადაეღობა, მეორედ კი ბურთს თავი, უბრალოდ, ვერ მოარტყა. მომენტები იტალიელებსაც ჰქონდათ, მაგალითად, იმავე სპინაცოლას, თუმცა მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა

ბელგია 1:2 იტალია

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *