დამტვრეული ნეკნებით

მანჩესტერ იუნაიტედისა და ინგლისის ნაკრების მარცხენა მცველი ლუკ შოუ, თურმე ევრო 2020-ის ფლეი ოფის მატჩებს დამტვრეული ნეკნებით თამაშობდა…

დაზიანება მან გერმანიასთან მერვედფინალურ მატჩში მიიღო (2:0). შემდეგ იყო მეოთხედფინალი უკრაინასთან (4:0), დანიასთან ნახევარფინალი (2:1 დამატებით დროში) და ფინალი იტალიასთან (1:1, 2:3 პენალტებში).

See the source image

თან გადამწყვეტ მატჩში ევროფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა 117-ე წამზე.

მართლაც საინტერესოა, როგორ თამაშობდა ამდენ მატჩს ასეთი ტკივილით. ახლა მანჩესტერის დამრიგებელი, ულე-გუნარ სულშერი საგონებელშია, მოასწრებს თუ არა 26 წლის უკანახაზელი სეზონის დასაწყისისთვის აღდგენას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *