დანილ მედვედევის დიდი „COME BACK” და გამარჯვება მარინ ჩილიჩთან

დანილ მედვედევმა კარიერაში პირველად მოახერხა უიმბლდონის ტურნირზე 1/8 ფინალურ სტადიაზე გასვლა. ამისათვის რუს ჩოგბურთელს დაუჯერებელი „COME BACK”-ის შესრულება დასჭირდა მარინ ჩილიჩთან.
მედვედევმა სეტებში 0:2 ჩამორჩენა ამოქაჩა და 5 სეტიან, ურთულეს ბრძოლაში მოიპოვა მომდევნო ეტაპის საგზური 6:7 3:6 6:3 6:3 6:2.

null

ყველაფერი კი მესამე სეტის მიმდინარეობისას, ერთმა არაზუსტად შესრულებულმა დარტყმამ და მილიმეტრიანმა აუტმა გადაწყვიტა…

საწყისი 2 სეტის განმავლობაში ჩილიჩი ბრწყინვალედ გამოიყურებდა, აჩვენებდა სწორედ იმ დონის თამაშს, რომლითაც მან 2014 წელს ამერიკის ღა პირველობა მოიგო.

null

პირველი სეტის მიწურულს, ხორვატმა ჩოგბურთელმა იდეალური ტაიბრეიკი ჩაატარა და 7:3 იმარჯვა.

მეორე პარტიაშიც მარინი წარმატებით განაგრძობდა საკუთარი პირობების „კარნახს“: 1 საათსა და 45 წუთში იგი უკვე 2 სეტიანი უპირატესობით იგებდა 7:6 6:3. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ მედვედევს კარიერაში არასოდეს ქონდა ამოქაჩული 0:2, ხორვატი ფაქტობრივად 1/8 ფინალში იყო.

საწყისი 2 სეტის განმავლობაში ჩილიჩმა 35 ქულა მოიგო მედვედევის ჩაწოდებაზე, თუ გავითვალისწინებთ როგორი სისწრაფით აწვდის რუსი ჩოგბურთელი, თან ბალახზე, ეს უკვე ფანტასტიკური მაჩენებლებია.

თავისმხრივ დანილი თითქოს მიძინებული იყო, აკლდა აგრესია და სტაბილურობა.

მესამე სეტის სტარტზე ანგარიში 2:2 იყო, ჩაწოდებაზე კი მარინ ჩილიჩი გახლდათ, რომელმაც რამდენიმე ბავშვური შეცდომა დაუშვა და მეტოქე ბრეიკპოინტამდე მიუშვა.

ხორვატმა მშვენივრად ჩააწოდა, გავიდა ბადესთან და ძალიან ხელსაყრელი სიტუაციიდან ბურთი აუტში გაუშვა, ვიდეო გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ჩილიჩმა მილიმეტრით ააცილა მიზანს.

რუსი ჩოგბურთელი შეხვედრაში პირველად გავიდა წინ ბრეიკიანი უპირატესობით, რამაც მას მატჩის გადარჩენის იმედი გაუღვიძა.
ხორვატმა ჩოგბურთელმა მაგრად „აურია“ – თუ საწყის 2 სეტში მის ანგარიშზე მხოლოდ 22 უნებლიე შეცდომა გახლდათ, მე-3 და მე-4 სეტებში უკვე 35 შეცდომა დაუშვა.

მესამე სეტის წაგების შემდეგ (3:6), მარინმა მეოთე პარტიაში ძალიან მარტივად დათმო საკუთარი ჩაწოდება – დაუშვა რა 4 უხეში შეცდომა ფორჰენდიდან, შესაბამისად მეოთხე სეტიც რუსმა მოიგო 6:3.

მეხუთე, გადამწყვეტ პარტიაში დანილმა მეტოქეს საწყისი 5 გეიმი მოუგო და შემდეგ უპრობლემოდ მიიყვანა მატჩი საბოლოო გამარჯვებამდე.

ტურნირის 1/8 ფინალში მედვედევის მეტოქე პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი იქნება, რომელმაც თავისმხრივ 3 სეტში სძლია ბუბლიკს 6:3 6:4 6:2.

უიმბლდონის 1/8 ფინალური სტადია

ოჯე ალიასიმი – ზვერევი

ბერეტინი – ივაშკა

ჯოკოვიჩი – გარინი

ფედერერი – სონეგო

ფუქსოვიჩი – რუბლიოვი

ჰურკაჩი – მედვედევი

ხაჩანოვი – კორდა

შაპოვალოვი – ბაუტისტა-აგუტი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *