დანილ მედვედევის პირველი ტიტული ბალახის საფარზე

მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანმა – დანილ მედვედევმა მალიორკას 250-იანთა კატეგორიის ტურნირის ფინალში 6:4 6:2 სძლია ამერიკელ სემ ქუერის და კარიერაში მე-11 ტიტული მოიგო.

შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა, ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა მე-7 გეიმში რუსმა 2 ბრეიკპოინტი მიიღო და მეორე მცდელობით შეძლო ბრეიკის შესრულება 4:3.

დანილმა მომდევნო გეიმებში დამაჯერებლად ჩააწოდა და პირველი სეტი უპრობლემოოდ მიიყვანა ლოგიკურ გამარჯვებამდე 6:4.

null

მეორე პარტიაში მედვედევს უფრო გაუმარტივდა თამაში, მან პირველ და მე-7 გეიმებში ორჯერ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და 63 წუთში ფინალური შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა 6:4 6:2.

დანილმა კარიერაში პირველად მოიგო ბალახის საფარიანი ტურნირი და ახლა უიმბლდონზე გამარჯვების ერთ ერთი ფავორიტია.
რუს ჩოგბურთელს შანსი აქვს გადაასწროს ნოვაკ ჯოკოვიჩს და გახდეს მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, თუმცა ამისთის გარკვეული პირობები უნდა შესრულდეს.

null

თუ მედვედევი მოიგებს უიმბლდონს, ავტომატურად პირველი ჩოგანიც ხდება

თუ ნოვაკი უიმბლდონის ფინალში გავა, ასეთ შემთხვევაში ფინალური მატჩი მედვედევთან უნდა წააგოს.

თუ ნოვაკი 1/2 ფინალში დამარცხდება, მედვედევს უიმბლდონის ფინალში გასვლაც ყოფნის, რათა სათავეში ჩაუდგეს მსოფლიო რეიტინგს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *