დანილ მედვედევი მსოფლიოს პირველი ჩოგანია

ორშაბათს, ATP-მ ტრადიციულად განაახლა საკუთარი რეიტინგი. მამაკაცებში შეიცვალა მსოფლიოს პირველი ჩოგანი – ნოვაკ ჯოკოვიჩი დანილ მედვედევმა ჩაანაცვლა.

აკაპულკოს ტურნირის გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა ერთი პოზიცია მოიგო და მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი გახდა, სტეფანოს ციციპასი მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა.

მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი გახდა დუბაის ტურნირის მოქმედი ტრიუმფატორი ანდრეი რუბლიოვი, რომელმაც პოზიცია გაუცვალა იტალიელ მატეო ბერეტინის (იტალიელი მეშვიდეა).

ტოპ 10-ში დაბრუნდა ჰუბერტ ჰურკაჩი, რომელმაც საუკეთესო ათეულიდან “გააგდო” 20 წლის იანიკ სინერი.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა წინა კვირასთან შედარებით 1 პოზიცია მოიგო და ამჟამად მსოფლიო რეიტინგის მე-18 ჩოგანია.

null

 

ტოპ 10

1. დანილ მედვედევი – 8615

2. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 8465

3. ალექსანდრ ზვერევი – 7515

4. რაფაელ ნადალი – 6515

5. სტეფანოს ციციპასი – 6445

6. ანდრეი რუბლიოვი – 5000

7. მატეო ბერეტინი – 4928

8. კასპერ რუუდი – 3915

9. ფელიქს ოჟე ალიასიმი – 3883

10. ჰუბერტ ჰურკაჩი – 3496

Leave a comment

Your email address will not be published.