დანილ მედვედევი US OPEN-ის ნახევარფინალშია

US OPEN-ის მეოთხედფინალში დანილ მედვედევმა 6:3 6:0 4:6 7:5 სძლია ტურნირის ერთ – ერთ მთავარ სენსაციას, მსოფლო რეიტინგის 117-ე ჩოგან ბოტიკ ვან დე ზანდშულპს და და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.

ნიდერლანდელ ჩოგბურთელს მეოთხედფინალურ მატჩამდე ჯამში 20 საათი ქონდა გატარებული კორტზე (სუფთა სათამაშო დრო), რამაც მის ასპარეზობას დიდი დაღი დაასვა.

შეხვედრის სტარტზე ბოტიკი საკმაოდ ცუდად მოძრაობდა კორტზე და ბევრ შეცდომას უშვებდა. ამ ფაქტორით მშვენივრად ისარგებლა მედვედევმა და საწყისი ორი სეტი საკმაოდ მარტივად მოიგო 6:3 6:0.

null

მესამე პარტიის წინ ვან დე ზანდშულპის ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეიცვალა – მიხვდა, რომ დასაკარგი აღარაფერი ქონდა და გაცილებით უფრო „თავისუფლად“ ათამაშდა.

ნიდერლანდელი მშვენივრად აწვდიდა, წაუვიდა დარტყმები „ფორჰენდიდან“, რამაც დანილი დააბნია. რუსმა დაკარგა ინიციატივა და შეცდომების დაშვებას უმატა. სრულიად ლოგიკურად ბოტიკმა სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა 6:4.

2021 წლის US OPEN-ზე ეს გახლდათ დანილ მედვედევის წაგებული პირველი პარტია, რამაც რუსი ჩოგბურთელი ძალიან გააბრაზა.

მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანი გაცილებით უფრო მრავალფეროვნად ათამაშდა შეტევაში – აგრესიულად და ზუსტად აწვდიდა, ხშირად გადიოდა ბადესთან.

5:4-ზე დანილმა მეტოქის ჩაწოდებაზე მატჩპოინტი მიიღო, რომლის რეალიზება ვერ შეძლო, თუმცა 5:5-დან ზედიზედ 2 გეიმის მოგებით მატჩი საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა 6:3 6:0 4:6 7:5.

მედვედევი ზეიზედ მესამედ გავიდა US OPEN-ის ნახევარფინალში, სადაც მისი მეტოქე კანადელი ფელიქს ოჟე ალიასიმი იქნება, რომელმაც თავისმხრივ არასრულ მატჩში სძლია კარლოს ალკარასს 6:3 3:1 (ესპანელმა ფეხის ტრავმა მიიღო).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *