დანილ მედვედევმა დოჰას ტურნირი მოიგო

2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის წაგების შემდეგ, დანილ მედვედევი ზუსტად 1 წელი “წვალობდა” საჩოგბურთო კორტებზე, ცდილობდა ძველი სათამაშო რიტმი დაეჭირა და ეს როგორც იქნა შეძლო.

უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში რუსმა ჩოგბურთელმა 2 ტურნირის მოგება მოახერხა და კარიერული მე-16 და მე-17 ტიტულები მოიგო. გასულ კვირას მან როტერდამის ღია პირველობა დაასრულა ტრიუმფით, დღეს კი დოჰას პრესტიჟული ტურნირი.

null

დოჰას ტურნირის ფინალში დანილმა 6:4 6:4 სძლია მსოფლიო რეიტინგის ყოფილ პირველ ჩოგან – ენდი მარეის.

გადამწყვეტ მატჩამდე ბრიტანელი გმირულად იბრძოდა – 2 წრეში ჯამში 8 მატჩპოინტი გადაარჩინა, 4 მატჩის მოგება კი 3 სეტიან ბრძოლებში შეძლო.

მედვედევთან შეხვედრაში ენდის  ცოტა დააკლდა, რათა ორმაგი ბრეიკი ამოექაჩა პირველ სეტში, მეორე პარტიაში – ერთი უკუბრეიკი შეასრულა, თუმცა შეხვერა მაინც წააგო.

უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დანილმა 750 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა – ეს კი მისი საუკეთესო შედეგია ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გასვლის შემდეგ.

ორშაბათს, რუსი ჩოგბურთელი დაუბრუნდება რეიტინგის ტოპ 10-ს და მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი გახდება 3320 ქულით.

2021 წლის შემდეგ, პირველად მედვედევს 9 მატჩიანი მოგებათა სერია გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ამ მოგებათა სერიაში 2 გამარჯვება ტოპ 10-ის წევრებთან არის მოპოვებული.

დანილმა სათამაშო რიტმი იპოვა, მისი გაჩერება კი ძალიან რთული იქნება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *